GEO
RUS
ENG


ღუდუშაური გიორგი

  დაიბადა 1961 წლის 14 იანვარს თბილისში.
  დაამთავრა საქართველოს სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი.
  სულიერად ეკლესიაში გაიზარდა. იყო სიონის ტაძრის სტიქაროსანი, მგალობელი. ბეთანიის მონასტერში ისწავლა ხეზე და ქვაზე კვეთა.
  1991 წლიდან საქართველოში უძველესი ტრადიციის მქონე ტიხრული მინანქრის ხელოვნებით დაინტერესდა. რწმენის მადლი ეხმარება შექმნას ხატები და საეკლესიო ნივთები. როცა ნივთს ქმნის, ცდილობს გაიგოს, თუ ვისთვის ან როგორი ადამიანისთვისაა იგი განკუთვნილი. სარწმუნოებას ანგარიშს უწევს და არასოდეს აკეთებს იმას, რაც მის მრწამსს ეწინააღმდეგება. ასე შეიქმნა ათობით ნამუშევარი, რომელთა საგანგებო ექსპონირება ავტორს არ ხიბლავს, თუმცა პერსონალური გამოფენებით მოიარა რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი, ამერიკა. საქართველოს საპატრიარქოსა და ბევრ ეკლესიას ამშვენებს მისი ნამუშევრები. მისი მაღალპროფესიული, უზადო გემოვნებითა და სიფაქიზით შექმნილი სამკაულები კი მრავალი ადამიანის პირადი კოლექციის კუთვნილებაა.
  ქართული ტიხრული მინანქრის ტრადიციას გიორგი ღუდუშაურის სახით ერთი ღირსეული გამგრძელებელი ჰყავს, თავად გიორგის კი სამი შვილი - იოანე, ლუკა და ნინო.

მართლმადიდებელი ქრისტიანობა.ru. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი    www.orthodoxy.ge  

Hosted by geobighost.com
Powered by sivrce.com