GEO RUS ENG |
"ეს ჯვარი არის გვირგვინი, რომელიც ქართველმა ხალხმა დაადგა ტაძარს”, - ეს
სიტყვები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II წარმოთქვა, როცა 2003 წლის 6 დეკემბერს
ჯერ კიდევ მშენებარე ტაძარზე ჯვარი ხალხმა ხელით ააბრძანა.
თავისი სპეციფიკით ამგვარი მოცულობისა და დანიშნულების სამუშაო საქართველოში ჯერ არ შესრულებულა. ჯვარზე მუშაობის პერიოდში საქართველოს საპატრიარქოს სახელოსნოებში გიორგი ღუდუშაურმა შექმნა გალვანური საამქრო, გაეცნო სხვადასხვა ქვეყნებში შესრულებულ სამუშაოთა ტექნოლოგიებს და გადაწყვიტა, რომ სამების ჯვარი მოოქრულიყო იმავე მეთოდით, რა მეთოდითაც კრემლის კოშკების ვარსკვლავებია მოოქრული. სამების ჯვრის მოოქროვების ტექნოლოგია ასწლიანი გარანტიითაა შესრულებული. ჯვრის პერანგი დამზადებულია სპილენძის ფრაგმენტული დეტალებით. თითოეული დეტალი დაფარულია 60 მიკრონი ვერცხლითა და 4 მიკრონი ოქროთი და მოოქრული ხრახნებით დამაგრებულია ჯვრის უჟანგავი ლითონის კარკასზე. ჯვრის ფრაგმენტული წყობა საჭიროების შემთხვევაში მისი განახლების საშუალებას იძლევა. |
||